მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბენეფიციარების 25%-ს ფაროსანას საწინააღმდეგოდ გადაცემული პესტიციდი არ გამოუყენებია"

5cae094abd09a
ლევან თაღიაშვილი
10.04.19 20:30
995
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აღწერს, თუ რამდენად იყო მოსახლეობა ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩართული. დასკვნის მიხედვით, 2017 წელს 230 000 ოჯახიდან, დაახლოებით, 25%-ს ფაროსანას საწინააღმდეგოდ გადაცემული პესტიციდი საერთოდ არ გამოუყენებია. ფერმერების მიერ რამდენად განხორციელდა მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები 5 ჰა-ზე დიდ ნაკვეთებზე, ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. რაც შეეხება სიმინდის ფართობებს, მისი მხოლოდ 43% დამუშავდა.

ასევე დასკვნის მიხედვით, 2018 წელს ძირითადად შეიწამლა თხილის და სიმინდის ფართობები, ხოლო მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დამუშავდა მხოლოდ გზისპირების სიახლოვეს, 150 მეტრამდე რადიუსით.

ძირითადად გამოყენებული იყო თერმული ნისლის ტექნოლოგია, რომელიც მავნებელზე რესპირატორული გზით მოქმედებს და ნარჩენი მოქმედების ეფექტი არ გააჩნია. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თხილის, სიმინდის, სხვა კულტურების და საკარმიდამო ნაკვეთების დაუმუშავებელი ფართობებიდან დამუშავებულ ტერიტორიებზე მავნებლის მიგრაციის რისკი დიდია, რაც განხორციელებული ღონისძიებების არაეფექტიანობის რისკს ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები