მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ

სადაზღვევო კომპანია BENEFITS-მა და MedVeritas Global-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პარტნიორობის მიზანია BENEFITS-ის დაზღვეულებისთვის ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების შეფასებებსა და რეკომენდაციებზე წვდომის გამარტივება. MedVeritas Global წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, რომელიც პაციენტებს ამერიკელ სამედიცინო ექსპერტებთან აკავშირებს. სერვისი განკუთვნილია როგორც იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ აქვთ დადგენილი და პროფესიული შეფასება სჭირდებათ, ისე მათთვის, ვისაც უკვე დადგენილ დიაგნოზსა და მკურნალობის გეგმაზე მეორე სამედიცინო აზრის მიღება სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები