ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეფონით ისაუბრესს.
როგორც ისრაელის მედია წერს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ჯეი დი ვენსმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლებაზე მუშაობა განიხილეს.
წყაროს ცნობით, საუბრის მთავარ თემას შესაძლო შეთანხმების კომპონენტები წარმოადგენდა.




























