მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ - თბილისში ლეგენდარული ბრიტანელი არტისტის გამოფენა გაიხსნა

Solo-ს მხარდაჭერით დღეიდან, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში „ბენქსის" „საერთაშორისო გამოფენა - ბენქსი: ლეგენდის დაბადება გაიხსნა. ლეგენდარული ბრიტანელი არტისტის გამოფენასთან დაკავშირებით სახვითი ხელოვნების მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მუზეუმის წარმომადგენლებმა, გამოფენის კურატორმა და ბენქსის ნახატების კოლექციონერმა დამსწრე საზოგადოებას ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სახვითი ხელოვნების მუზეუმის 11 დარბაზში 4 თვის განმავლობაში დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილი იქნება, როგორც სხვადასხვა მასალაზე შესრულებული მხატვრის ნამუშევრის ასლები და ორიგინალები, ასევე დოკუმენტური ფილმები და სხვადასხვა ფოტო-ვიდეო მასალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები