Bentley სპეციალურად ვეგანებისთვის სოკოსა და მედუზის ზედაპირიან ავტომობილებს გამოუშვებს. როგორც BBC იტყობინება, კომპანია უკვე იწყებს მუშაობას სპეციალური ზედაპირის მქონე სალონზე, რომელიც დამზადებული იქნება სოკოსა და მედუზების საშუალებით. ეს გადაწყვეტილება კოპანიამ ვეგანი მყიდველების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
"თქვენ ვერ შეძლებთ მიჰყიდოთ ვეგანს Bentley-ის ავტომობილი, რომლის დასამზადებლადაც ცხოველების ტყავი გამოიყენება. ჩვენ ვესაუბრეთ ასეთ მომხმარებლებს კალიფორნიაში და მოვისმინეთ მათგან, თუ რისი მიღება სურდათ ჩვენი ავტომობილებისგან",- განაცხადა კომპანიის დირექტორმა დიზაინის მიმართულებით შტეფან ზილაფმა.
მისივე თქმით, კომპანია მალე წარადგენს მოდელს ვეგანებისთვის.
"ეს იქნება სენსაცია - ტყავი დამზადებული პროტეინის ბაზაზე, სოკოს ტყავისგან და მედუზისგან",- განაცხადა კომპანიის მენეჯერმა.

























