მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები სახიფათო სამსახურებს შორის დასახელდა

5ad86159a9d35
მეგი კავთუაშვილი
19.04.18 13:27
935
ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებში, რომლებზეც უბედური შემთხვევების საერთო რაოდენობის 4% მოდის, პრობლემას არაქარხნული წესით დამზადებული მოწყობილობები და დანადგარები ქმნის. ასევე, ის, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით თანამშრომლებს არ უტარდებათ ინსტრუქტაჟი. ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ავრცელებს.

სისტემურ მიზეზებს შორის დასახელდა: შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმართაობა, საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების სისტემის არ ქონა, სწავლებებისა და ინსტრუტაჟის ჩაუტარებლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, არაქარხნული წესით დამზადებული მოწყობილობები და დანადგარები, სამუშაო სივრცის ტექნიკური შეუფასებლობა რისკებთან მიმართებაში, დანადგარების ტექნიკური, ექსპლუატაციისა და სარემონტო სამუშაოების განხორციელების წესის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის არქონა. უშუალო მიზეზებია: შრომის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, პერსონალი დაუცველია ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის სშუალებებით, კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმების არ ცოდნა, თხევადი აირის ჩატუმბვისას მილების შეუმოწმებლობა, მაღალი წნევის ან გაჟონვის შემთხვევაში ავტომატური ამომრთველების გაუმართაობა/არ ქონა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების არ ქონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები