მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა - 54.7% რუსეთზე მოდის

დიზელი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იანვარ-აპრილის თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა.

კერძოდ, 2024 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 423.4 ათასი ტონა, რაც 76.2 ათასი ტონით ანუ 21.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (347.2 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 214.2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 209.2 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 113.6 ათასი ტონა (53%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 95.8 ათასი ტონა (44.7%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 4.8 ათასი ტონა (2.2%);

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 231.6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54.7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 56.7 ათასი ტონა - 13.4%; რუმინეთი - 54.8 ათასი ტონა - 12.9%; აზერბაიჯანი - 36,5 ათასი ტონა - 8,6%; ბელარუსი - 17,5 ათასი ტონა - 4,1%; თურქმენეთი - 10,2 ათასი ტონა - 2,4%; კვიპროსი - 6,3 ათასი ტონა - 1,5%; საბერძნეთი - 5,5 ათასი ტონა - 1,3%; თურქეთი - 2 ათასი ტონა - 0,5% და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები