მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გახდა

დეპუტატი

გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას. მათ შორის, კულტურისა და სპორტის ახალ მინისტრს, თინათინ რუხაძესაც. [იგეგმება ცალკე გამოიყოს სპორტის სამინისტრო, რომელსაც შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს].

კობახიძის 30 ნოემბრის ბრძანების მიხედვით, ახალ მინისტრს ახალი მოადგილე, ყოფილი პარლამენტარი ბექა დავითულიანი ეყოლება. ასევე, მოადგილის პოზიცია შეინარჩუნა მაკა გურგენიძემ.

მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, რომელიც 2021 წლის 16 მარტს შეიქმნა, ამ დრომდე არ აქვს ვებგვერდი. culture.gov.ge-ზე შესვლისას, მონიტორზე ჩნდება წარწერა: "ვებგვერდი განახლების რეჟიმშია". შესაბამისად, bm.ge უშუალოდ სამინისტროს პრესსამსახურთან შეეცდება გაარკვიოს რამდენი მოადგილე ჰყავს ახალ მინისტრს და გაყოფის რეჟიმში მყოფ სამინისტროს.

რაც შეეხება მინისტრის ახალ მოადგილეს, ბექა დავითულიანს, ის საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, სადაც თბილისის საკრებულოდან გადაინაცვლა.

დავითულიანის ბიოგრაფია ასეთია:

  • 1999-2004 წლებში იყო ა/ო „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ გამგეობის თავმჯდომარე;
  • 2002-2004 წლებში იყო სს „ხიდმშენის“ იურის-კონსულტანტი, მენეჯერი;
  • 2004-2010 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინსპექტორ-გამომძიებელი;
  • 2010-2013 წლებში მუშაობდა ჟურნალ „ლიბერალში“;
  • 2010-2012 წლებში იყო შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ იურისტ-კონსულტანტი;
  • ამავე წლებში იყო შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“ სპეციალისტი;
  • 2013 წელს იყო შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი მედიის მართვის სპეციალისტი;
  • 2013-2014 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის ინტერნეტ რესურსების მართვის სპეციალისტი;
  • 2014-2015 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;
  • 2014 წელს იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროექტების დაგეგმვისა და რეფორმების სამსახურის სამმართველოს უფროსი;
  • 2014-2015 წლებში იყო ტელეკომპანია GDS TV-ის მთავარი პროდიუსერის მოადგილე;
  • 2015-2017 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები