სოფლის მეურნეობის აღრიცხვიანობის არარსებობა ფერმერების ბანკებთან ურთიერთობას ართულებს,- ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა განაცხადა.
გონაშვილი იმასაც ამბობს, რომ აუცილებელია ე.წ “დაშინების მექანიზმის” მოშლა, რათა ფერმერული საქმიანობა ლეგალური გახდეს, რაც ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
“თუ არ გაკეთდა აღრიცხვიანობა, სხვა შემთხვევაში სტატისტიკა არ გვექნება. ჩვენ ბანკები ყოველთვის უფრო რთულად მოგვცემენ სესხს, იმიტომ, რომ მათ უფრო მეტი რისკები აქვთ. ყოველთვის გვექნება პრობლემა, იმისა, რომ არ გვეცოდინება ქვეყანაში რას და რამდენს ვაწარმოებთ, რას რამდენს ვყიდით.
როცა დონორი ორგანიზაცია ხარ და საქართველოში გინდა, რომ რაღაცა ინვესტირება განახორციელო, შენ სწორი ინფორმაცია არ გაქვს, სად უნდა ჩადო ფული. ამიტომ საჭიროა აღრიცხვიანობის მოწესრიგება. თუ მოვხსნით დაშინების მექანიზმს, რომ სახელმწიფო ვიღაცას შეიძლება თოფით დაადგეს და გადასახადები აკრიფოს, ამ შემთხვევაში ფერმერული საქმიანობის ლეგალურად ქცევისკენ ნაბიჯი იქნება გადადგმული”-აცხადებს ბექა გონაშვილი.

























