მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას "სახელმწიფო - საბინაო ფონდის" შექმნას სთავაზობს

5b2cbde7a15b4
მაია ბიწაძე
22.06.18 13:15
1260
ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი, ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას "სახელმწიფო - საბინაო ფონდის“ შექმნას სთავაზობს, რომელშიც საპენსიო ფონდში აკუმლირებული თანხის ნაწილი განთავსდება. მისივე განცხადებით, ამ ფონდიდან გაცემული შეღავათიანი სესხებით საქართველოს მოქალაქეების ბინების ყიდვის შესაძლებლობა მიეცემათ. ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა გვინდა რეალურ სექტორში წავიდეს, ამიტომ ჩვენ პარალელურად ვთავაზობთ მთავრობას, რომ შეიქმნას სახელმწიფო-საბინაო ფონდი, რომელშიც საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის ნაწილი განთავსდება და ამ თანხიდან გაცემა დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები, იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი შემოსავალი, არ აქვთ გარანტიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და რომლებსაც უნდათ ბინა.

ჩვენს ქვეყანაში არის საბინაო პრობლემა, კონსიტუტციაში ჩვენი ინიციატივით კი ჩაიწერა ღირსეულ საცხოვრისზე უფლება, მაგრამ ამისთვის რეალურად არაფერი გაკეთებულა. პრობლემა იყო საიდან მოგვეტანა ფული, საპენსიო ფონდში არსებული ფულით ეს შესაძლებელია. ეს გამოიწვევს სამშენებლო სექტორის განვითარებასაც, რადგან მათ ექნებათ განცდა, რომ ეს არის გრძელვადიანი ფული და სტიმული ექნებათ თვითონაც განახორციელონ ინვესტიციები, შეიძინონ სამშენებლო ტექნიკა, აიყვანონ მეტი თანამშრომელი და ა.შ. ამით ვფიქრობ სამშენებლო სექტორიც დაინტერესდება, რომელიც მეტ-ნაკლებად დინამიურია“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების მიერ საპენსიო რეფორმის შესახებ შემუშავებული კანონპროექტი პალამენტში განსახილველად უკვე შესულია და მსჯელობა მის ირგვლივ ახლო მომავალში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები