მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბექა ნაცვლიშვილი TBC-ზე: "აქ უთანასწორო პოზიციაში არავინ დგას"

5c6690475c58b
ელენე გოგბერაშვილი
15.02.19 14:20
1114

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი არ ფიქრობს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების გარშემო განვითარებული მოვლენები ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არსებობს თანაბარი პოზიციები და "თიბისის" შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა.

"თიბისი" არ არის ისეთი უმწეო ორგანიზაცია, რომ არ შეეძლოს მაღალკვალიფიციური ადვოკატის, ან იურიდიული მომსახურების შეძენა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თანაბარი იქნება პოზიციები, თამაშის წესებიც არის თანაბარი და სიმართლე დაგინდება ძალიან მალე. აქ უთანასწორო პოზიციაში არავინ დგას. ეს არის სამართლებრივი პროცესი, ძალიან მალე დადგინდება ყველაფერი, მაგრამ ამ პრობლემას როგორც ჩანს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ქმნის ე.წ ოფშორული სივრცეები, რომელიც ამ პროცესებს ხდის, არამარტო საქართველოში გაუმჭვირვალეს და საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეს საერთაშორისო საზოგადოება იქამდე, რომ ეს ოფშორული სივრცეებია, ან გაქრეს, ან მკაცრ რეგულაციას დაექვემდებაროს", - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

"საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები