მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბერა ივანიშვილი: არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას

5d0e6a2906a9f
BM.GE
22.06.19 21:45
2827
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს Facebook–ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

"მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული.
მუდამ თქვენი ბერა", - წერს ბერა ივანიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები