საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული SKY express იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს. SKY express-ი, ეგეოსის ავიახაზებისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.