კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტი ახალ სემესტრს შემოდგომიდან მთლიანად ონლაინ რეჟიმში განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მენეჯმენტის განცხადებით, იმ დრამატული ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, რომელიც ახლა კალიფორნიაშია, სავარაუდოდ, უნივერსიტეტი ახალი სემესტრის დაწყებას ჩვეულ რეჟიმში ვერ შეძლებს, მით უფრო რომ ახალი სემესტრი ბერკლიში 26 აგვისტოდან იწყება.
„უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე სემესტრი დისტანციური სწავლების მოდელით განახლდება და სავარაუდოდ, მთელი სემესტრი „მადლიერების დღემდე“ ასე გაგრძელდება, რადგან ეპიდსიტუაციის უეცარი გაუმჯობესება მოსალოდნელი არაა“, - აღნიშნულია ბერკლის უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.
გამოცემის მიხედვით, ბერკლის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, ვინც ახალი სემესტრის დაწყება ონლაინ რეჟიმში გადაწყვიტა.