მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Berkshire Hathaway-ის 83 წლის დირექტორი ასაკის გამო საბჭოს ტოვებს

berk

Berkshire Hathaway-ის განცხადებით, რონალდ ოლსონი მმართველ საბჭოს ტოვებს, რადგან კომპანიის განახლებული პოლიტიკით, დირექტორები, გარდა უორენ ბაფეტისა, თანამდებობიდან უნდა გადადგნენ მას შემდეგ, რაც 80 წელი შეუსრულდებათ.

83 წლის ოლსონი, რომელიც იურიდიული ფირმა Munger, Tolles & Olson-ის მმართველი პარტნიორია, Berkshire-ის დირექტორი 1997 წლიდანაა. კორპორაციის მიერ დაწესებული ლიმიტი 14 წევრისგან შემდგარ საბჭოში მხოლოდ ოლსონზე გავრცელდება, რადგან ყველა სხვა დირექტორი, გარდა უორენ ბაფეტისა, 75 წლამდეა.

თავად ბაფეტი ასაკობრივი ლიმიტიდან გამონაკლისია, რადგან Berskhire-ის კენჭისყრებში მისი ხმის წონა 30.3%-ია, ახალი გაიდლაინით კი შეზღუდვა მათზე ვრცელდება, ვინ ხმათა 5%-ზე ნაკლებს აკონტროლებენ.

ამასთან, 94 წლის ბაფეტი Berkshire Hathaway-ის აქციათა 14.4%-ის მფლობელია, რაც საშუალებას აძლევს, დარჩეს დირექტორთა საბჭოში, პენსიაში გასვლის შემდეგაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები