მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Berkshire Hathaway-ს კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

უორენ ბაფეტი

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის, Berkshire Hathaway-ს კაპიტალიზაცია რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უორენ ბაფეტის ხელმძღვანელობით, კომპანიის შეფასებამ საფონდო ბირჟაზე 832 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ერთწლიან პერიოდში Berkshire-ის კაპიტალიზაცია 23%-ითაა გაზრდილი და მისი A-კლასის ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 579 ათას დოლარს შეადგენს.

საინვესტიციო ფონდი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში ამჟამად მე-8 ადგილს იკავებს და ტოპ ოცეულში ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც არაფერს არ ქმნის. დიახ, Berkshire-ის მიზანი არ არის პროდუქტის ან სერვისის შექმნა, მისი დანიშნულება სხვა კომპანიებში ინვესტიციის განხორციელება და მათი შემოსავლებით სარგებლის მიღებაა.

Berkshire-ის პორტფელში ამჟამად 100-მდე მსხვილი კომპანიაა, მათ შორის უდიდესი წილი კი Apple-ს უჭირავს, რომელიც ბოლო დროს ბაფეტის საყვარელ კომპანიად იქცა.

„ომაჰელი ორაკულის“ პორტფელში ასევე შეხვდებით Coca-Cola-ს, რომელიც ბაფეტის საყვარელი სასმელია და უკვე ათწლეულებია, რაც 93 წლის ინვესტორი კოკა-კოლას ყოველდღიურად მიირთმევს.

ბაფეტის გარდა, Berkshire-ის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღოდა ჩარლი მანგერს, რომელიც, სამწუხაროდ, გასულ წელს გარდაიცვალა. ბაფეტისა და მანგერის წინამძღოლობით, Berkshire-მა საინვესტიციო სამყაროში ლეგენდარულ სტატუსს მიაღწია და ამას $832-მილიარდიანი კაპიტალიზაციაც ცხადყოფს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.