მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერლინელმა ხელოვანმა Google Maps-ზე ვირტუალური საცობი შექმნა

5e3915ae308fc
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.20 00:12
2495
ბერლინელმა ხელოვანმა სიმონ ვრეკერტმა წითელი ურიკით და 99 სმარტფონის დახმარებით Google Maps-ზე ვირტუალური საცობი შექმნა. როგორც ხელოვანი განმარტავს, ამ ქმედებით ის ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ სურათები, სიები, გრაფიკები და რუკები არის მხოლოდ ამა თუ იმ მონაცემების ინტერპრეტაცია. ამის შესახებ vice.com-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხელოვანმა ექსპერიმენტის ჩასატარებლად წითელი ურიკა და 99 სმარტფონი გამოიყენა. სიმონ ვრეკერტი მის მიერ შერჩეულ მონაკვეთზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მოძრაობდა ურიკით და სმარტფონებით წინ და უკან, შედეგმაც არ დააყოვნა Google Maps-ი აღნიშნულ მონაკვეთზე საცობს აჩვენებდა, სადაც რეალურად მოძრაობა საერთოდ არ იყო გადატვირთული.

სიმონ ვრეკერტი აღნიშნავს, რომ ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება მონაცმებით მანიპულირება სხვადასხვა სისტემაზე, მათ შორის Google Maps-ზე.

”ჩვენ ძალიან ვართ ფოკუსირებული ტექნოლოგიებზე, გვავიწყდება, რომ ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ნაწილია მონაცემები, რომელიც შეიძლება სხვადასხვანირად იქნას ინტერპრეტირებული. ასე რომ მანიპულირება შეიძლება როგორც მონაცემემებით, ასევე ტექნოლოგიებით და კომპიუტერული პროცესებით“, - ამბობს ხელოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები