მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერნი ეკლსტოუნი ფორმულა 1-ის მანქანების კოლექციას გაყიდის

ბერნი ეკლსტოუნის მანქანების კოლექცია

ბინზნესმენი, ყოფილი მრბოლელი და “ფორუმულა 1-ის ჯგუფის” დამაარსებელი ბერნი ეკლსტოუნი საკუთარი სარბოლო მანქანების გაყიდვას აპირებს, რაც პოტენციურ მყიდველს დაახლოებით ასობით მილიონი დოლარი დაუჯდება.

ეკლსტოუნი მანქანებს დეკადების მანძილზე აგროვებდა და უდიდეს ისტორიას ინახავს. ჯამში 69 ავტომობილებიდან გამოსარჩევია “Ferrari”-ის ბრენდის ბოლიდი, რომელსაც ლეგენდარული მიხაილ შუმახერი და ნიკი ლაუდა მართავდნენ.

“ნახევარი ცხოვრებაა, რაც მანქანებს ვაგროვებ და თითოეული მოდელის საუკეთესო ვერსიებს ვყიდულობდი. ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ მოვიდა დრო იმაზე ფიქრის, თუ რა მოუვა თითოეულს მას შემდეგ, რაც მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები?! ესაა მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე მათთან განშორება” - განაცხადა ეკლსტოუნმა.

ბერნის ავტომობილების გასხვისებაში მდიდრული და სარბოლო მანქანების გაყიდვების ექსპერტი ტომ ჰარტლი დაეხმარება, რომლის თქმითაც ასეთი კოლექცია არც მანამდე ყოფილა და სავარაუდოდ არც სამომავლოდ აღარ იქნება გასაყიდად გამოტანილი:

“კოლექციაში შედის თავისი დროის საუკეთესო მანქანები, რომელთა უდიდესი ნაწილი დეკადების მანძილზე თვალით არავის უნახავს და აბსოლუტურად უნიკალურია. სიაში რამდენიმე ისეთი ავტომობილიცაა, რომელსაც რვა ნიშნა ფასი დაედება” - ნათქვამია ტომ ჰარტლის განცხადებაში.

ჰარტლის განცხადებით კოლექცია ფორმულა 1-ის თითქმის სრულ ისტორიას ინახავს, მათ შორის მწვანე 1949 Ferrari Thin Wall Special-ს და 312T-ის, რომლითაც სკუდერიამ 1962 წლის შემდეგ თავისი პირველი კონსტრუქტორთა თასი მოიგო. ასევე მრავალი გრან-პრის მფლობელი Ferrari’s 312B3, Ferrari F2002, რომელიც 21 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ჩემპიონატის მომგები ბოლიდია და ა.შ.

ცნობისთვის, ბერნი ეკლსტოუნი სამი ათწლეულის მანძილზე ფორმულა 1-ის კომერციული უფლებების მფლობელი იყო იქამდე სანამ “Liberty Media”-მ ორგანიზაცია 2017 წელს არ შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები