მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელია.
"ჩემთვის ეს გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ბოლო პერიოდში ყველანი ვთანმხდებით, რომ მაესტრო როგორც ტელევიზია ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა და პირადად ჩემი და ჩემი ბევრი ახლობლის ცნობიერებაში ეს ასოცირდება ბიზნესკონტაქტთან. ამ გადაცემას აქვს ძალიან უნიკალური ხელწერა პროფესიული ნიშნით და დღემდე არ ასოცირდება რაიმე პოლიტიკურ ნიშნებთან, რაც ზრდის მის სანდოობას და ძალიან დიდი კომფორტია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის და ნებისმიერი რესპოდენტისთვის. ეს გადაცემა დღევანდელ ტელესივრცეში უალტერნატივოა", - განაცხადა შენგელიამ.
"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.

























