მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბესიკ შენგელია: ონლაინ სესხები, რატომღაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ასოცირდება, რაც არასწორია

577607acd41dc
BM.GE
01.07.16 10:01
1836
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კანონში ცვლილებებს ელოდებიან. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, მათ კანონპროექტის საკუთარი ვერსია პარლამენტს უკვე გადაუგზავნეს. შენგელიას განცხადებით, არსებული კანონი შესაცვლელია და ის არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

"ამ კანონთან დაკავშირებული იყო ონლაინ სესხები, რომლებიც რატომღაც ასოცირდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რაც არასწორია. ჩვენ შევთავაზეთ კანონპროექტის ჩვენი ვარიანტი, პარალელურად როგორც ვიცით ეროვნული ბანკიც მუშაობს კანონზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა პირობა რომ შევხვდებოდით და კონსულტაციებს გავივლით, ჯერ ესეთი რამ არ მომხდარა. არ ვიცნობთ ეროვნული ბანკის შეთავაზებას", - აცხადებს შენგელია.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დეპოზიტების შესაძლო განთავსების თემას, შენგელია განმარტავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში თამასუქების არსებობაზე შეზღუდვა ისედაც არ არსებობს.

"არსებობენ ცალკეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებისთვისაც აქტიურია თამასუქების თემა, რომელსაც კანონი არ კრძალავს შინაარსობრივად. ეროვნულმა ბანკმა ინდივიდუალური მიდგომა დაიწყო და გაჩნდა ტერმინი კვალიფიცირებული საფინანსო ინსტიტუტი. არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს, თუ რას ითვალისწინებს ეს“, - ამბობს შენგელია.

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სესხების რეგულირებაზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონზე ეროვნული ბანკი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები