“ბიზნესის კეთების ინდექსში შემავალ კომპონენტებში ლიდერობა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობია, მაგრამ არასაკმარისი”, - წერს Forbes Georgia-ს დეკემბერის გამოცემის პუბლიკაციაში ეკონომისტი და “TI საქართველო”-ს ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.
“საქართველო უკვე იმ მდგომარეობაშია, სადაც რეიტინგის კომპონენტების გაუმჯობესების მცირე არეალი დარჩა და მე-6 ადგილი უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას სხვა ფუნდამენტური პრობლემები აქვს, რაც აღნიშნულ ინდექსში არ აისახება. პირველ რიგში, ესენია: განათლების დაბალი დონე, რუსული აგრესია, სუსტი კანონის უზენაესობა (კორუფცია, სასამართლოს არაეფექტიანობა, არასათანადოდ დაცული კერძო საკუთრება) და დემოკრატიის დაბალი დონე, რაც სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის აუცილებელია“, - ამბობს ნამჩავაძე.
სტატიას სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.forbes.ge .