მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბესო ნამჩავაძე: ეს არ არის მთავრობის ზომის შემცირება

5b33289866fb6
თათია ჩაფიჩაძე
27.06.18 10:01
1105
„ეს არ არის მთავრობის ზომის შემცირება, მთავრობის ზომა არის სპეციალური ტერმინი, რომელიც მთლანად ბიუჯეტის ხარჯებს გამოსახავს“ – ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მხოლოდ სახელფასო ფონდის შემცირებას გეგმავს, რაც მცირე მთავრობის კონცეფციას არ გულისმხობს.

„ხელისუფლება ამ ტერმინს არასწორად იყენებს, როგორც ჩანს ეს უფრო მომგებიანია ადამიანების ყურში. ის აპირებს მხოლოდ სახელფასო ხარჯის შემცირებას, რაც დიდი არაფრის მომცემია, იმიტომ რომ სახელფასო ხარჯის გარდა, ბიუროკრატიული ხარჯი არის სახელმწიფო შესყიდვების ხარჯი. ავტომობილების შესყიდვა იქნება, საკანცელარიო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის თუ საწვავის და ა.შ. ამაზე არ გავრცელდება, და მაშინ გაუგებარია მხოლოდ სახელფასო ნაწილზე მიდის საუბარი რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9 პროცენტი იყოს, ეს არ არის დაბალი, ამას ისედაც 1-2 წელიწადში ტრენდით უახლოვდებოდა ჩვენი ბიუჯეტი. ასევე სხვა საკითხია როდესაც საუბარია 100-120 მილიონის დაზოგვაზე, საიდან მოდის ეს თანხა, არანაირი ინფორმაცია გარეთ არ გამოდის.“ -უთხრა „საქმიან დილას“ ნამჩავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები