მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Best Western-მა საქართველოში $10 მლნ-ის პროექტები შეაჩერა

5f74994f5c3d6
ანუკა ჯოხაძე
29.09.20 23:30
1688
Best Western-მა საქართველოში $10 მლნ-ის პროექტები შეაჩერა. ამის შესახებ BM.GE-ის Best Western International ქსელის დეველოპერმა გოჩა ჯაიანმა განუცხადა.

როგორც ჯაიანი ამბობს, საერთო ჯამში საუბარია 4 პროექტზე, რომელიც დროებით ინვესტორმა შეაჩერა. სასტუმროები კი საქართველოს ისეთ რეგიონებში ხორციელდებოდა როგორებიცაა გურია, აჭარა და სამეგრელო. შეჩერებული 4 პროექტიდან ერთ-ერთი ლიკანში ნოემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა ინვესტორმა დამატებითი ინვესტიციის განხორციელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. შესაბამისად, სასტუმროს გახსნის სავარაუდო თარიღმა 1 წლით გადაიწია.

“ოთხი პროექტი, რომელიც შეჩერდა, დროებით ხელმოუწერელია დარჩენილი. ამ ოთხიდან ერთი გვაქვს ხელმოწერილი უკვე, ლიკანში, რომელიც 1 თვეში უნდა გახსნილიყო. ეს არის 62-ნომრიანი საშუალო კლასის სასტუმრო და იქნებოდა ჩვენი ერთ-ერთი ბრენდის ქვეშ "ბესთ ვესტერნ პლიუსი". ეს უნდა გახსნილიყო ნოემბრის ბოლოს, თუმცა მიმდინარე პროცესების გამო შეჩერდა, ლაპარაკია 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. სასტუმროს უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ფაქტობრივად მთელი სქემა დალაგებული იყო, თუმცა იმის გამო რომ ეს ამბავი მოხდა, ინვესტორი ჯერჯერობით ფეხს ითრევს, დამატებითი ინვესტიციების განხორციელებისგან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები", - ამბობს გოჩა ჯაიანი Best Western International ქსელის დეველოპერი.

მისივე თქმით, თბილისშიც კი რამდენიმე სასტუმროს გახსნა გადაიდო, მათ შორის ბრენდულისაც, რომელიც დასრულებულია და უკვე გასახსნელად იყო მზად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები