მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბეტონის დანადგარებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია” - BEYAZLI GROUP

BEYAZLI GROUP
19.12.24 10:00
1487

ბეტონის ფილების, ქვაფენილის და ბლოკის დანადგარების მწარმოებელი თურქული კომპანია, BEYAZLI GROUP საქართველოში 2007 წლიდან ოპერირებს. როგორც BMG-ის კომპანიაში განუმარტეს, დანადგარები, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში იწარმოება, საქართველოში შეკვეთის შემდეგ ჩამოდის და მომხმარებელს მონტაჟთან ერთად ბარდება.

“BEYAZLI GROUP ბეტონის ქარხნებს, ბლოკის, ქვის სამსხვრევ დანადგარებსა და სხვადასხვა ტიპის ყალიბებს აწარმოებს, უწევს რეალიზებას და მომხმარებელს მონტაჟის აბარებს. საქართველოში მუშაობა 2007 წლიდან აქტიურად დავიწყებთ და ყოველწლიურად 8-10 ასეთ დანადგარს ვამონტაჟებთ”, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

როგორც BEYAZLI GROUP-ში აღნიშნავენ, წარმოება სრულად ერგება და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რაც კომპანიის საერთაშორისო წარმატებასაც განაპირობებს.

“BEYAZLY GROUP-ის საწარმო პასუხობს თანამედროვეობის ყველა მოთხოვნას და აწარმოებს თანამედროვე ბლოკების მოსაპირკეთებელ დანადგარებსა და ფორმებს. ჩვენმა საწარმომ მოკლე ხანში ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. გვეამაყება, რომ ხარისხიან დანადგარებს ვაწარმოებთ და ჩვენი გუნდი კვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოს გარდა, BEYAZLI GROUP-ის წარმომადგენლობა ოპერირებს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუსეთში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში და სხვა. ჯამში 60-მდე ქვეყანას ვემსახურებით”, - აღნიშნავს BEYAZLI GROUP საქართველოს წარმომადგენელი, რაფიქ იზნო.

ბეტონის საწარმოო დანადგარებზე საქართველოში მოთხოვნა მაღალია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, განსაკუთრებული აქტიურობა დიდ ქალაქებში ფიქსირდება.

“ძალიან დიდი მოთხოვნა არის საქართველოდან, დღეში 5-8 ადამიანი მაინც გვირეკავს და დაინტერესებულია ჩვენი პროდუქციით. საქართველოში ყველა რეგიონში გვაქვს დანადგარი დამონტაჟებული, მაგრამ ყველაზე აქტიური ბაზარი თბილისი, ქუთაისი და ბათუმია”, - ამბობს იზნო.

კითხვაზე, რა გამოარჩევს BEYAZLI GROUP-ს საქართველოს ბაზარზე, კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ BESS-ის დანადგარების უპირატესობა მომხმარებელზე მორგებულ ფასებსა და ხარისხშია, ისევე როგორც დანადგარების მიწოდების ვადებში.

“გვაქვს ხარისხიანი პროდუქცია და ეკონომიური ფასები. ასევე, მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში დაგვიკავშირდეს, შაბათ-კვირასაც კი. მომსახურებას კი ყველას იგივე ან მომდევნო დღეს ვუწევთ. კომპანიის ერთ-ერთი პლუსი ისაა, რომ საწარმო საქართველოს საზღვართან ახლოს, 2 საათის სავალზეა და ნებისმიერ შეკვეთას, ტექნიკური ნაწილი იქნება ის თუ ადამიანური რესურსი, იმავე დღეს ვგზავნით - ეს უპირატესობაა იმ კუთხითაც, რომ ვცდილობთ, ჩვენს არც ერთ მომხმარებელს დანადგარი არ გაუჩერდეს და ზარალში არ წავიდეს”, - აღნიშნა რაფიქ იზნომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები