მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი ბრენდისთვის პანდემიამ კარგი გამოცდა მოაწყო - აკო ახალაია

60bb703d9e6a2
BM.GE
05.06.21 22:14
909
პანდემია ბევრს დაგვეხმარა გაგვეგო, რას ვაკეთებდით სწორად და რას არა - ამის შესახებ #BMGDRIVE-ში მარკეტერმა აკო ახალაიამ განაცხადა. მისი თქმით, პანდემია კარგი გამოცდა გამოდგა ბევრი ბრენდითვის, თუმცა მისი დაკვირვებით, ყველაზე კარგად თავი ამ გამოცდას დიდმა და გამოცდილმა ბრენდებმა გაართვეს, რომელთაც სხვა გამოუცდელი მენეჯერებისგან განსხვავებით იცოდნენ, რომ პანდემია მოხდა, მაგრამ სადღაც გზა გამოჩნდებოდა.

„მარკეტერები ქმნიან ისეთ ბრენდებს და სტრატეგიებს, რომ მზუნველები არიან მომხმარებლებზე და თანამშრომლებზე. პანდემიამ გამოაჩინა ვინ მზრუნველია, ვინ ინოვაციურია და ვის რისი თავი აქვს. ბევრმა გაკვეთილი ისწავლა. ერთი, რაც გამოიწვია ჩემი დაკვირვებით, არის ის, რომ პროფესიულად ბევრ მენეჯერში გაააჩინა კითხვა: რა მინდა, რისი კეთება მინდა? აი ეს პროცესი დააჩქარა. ადგილი გვაპოვნინა, ვის სად უნდოდა.

ჩემი დაკვირვებით, ყველაზე კარგად დიდმა და უფრო გამოცდილმა ბრენდებმა ჩააბარეს ეს გამოცდა, რადგან იცოდნენ, რომ სადღაც გზა გამოჩნდებოდა, მაშინ როცა შედარებით გამოუცდელ მენეჯერებს ეგონათ, რომ სულ ასე იქნება.

ახლა ის ფაზაა, როცა იკვეთება როგორი იქნება ის სამყარო, რაშიც ჩვენ დავბრუნდებით. ახლა საწყისი წერტილი ერთნაირი გვაქვს ვინ რა ბიზნესში არ უნდა ვიყოთ. ახლა უნდა დავაკვირდეთ რა იქნება სწორი, ვინ სად უნდა წავიდეთ, მაგალითად თუ სასტუმრო ბიზნესში ხარ და ვიღაცამ გითხრა 6 თვეში ერთხელ ხალხი უნდა აცრა, ეს სხვა გადაწყვეტილებებს უკავშირდება... მერე შეიძლება აცრის ოთახი გქონდეს და ა.შ

ეს მოცემულობა შესაძლებლობად უნდა გამოვიყენოთ. თუ თავდაცვით რეჟიმში ჩადგები, რომ ოღონდ გადავრჩე, ვერ მიხვდები როდის დადგა ის მომენტი, როცა უნდა დაიქოქო. ჯობია სულ გრძნობდე რაც ხდება, ვიდრე დაკეტო ბიზნესი, ჩამოჯდე და დაელოდო პანდემიის დასრულებას“-ამბობს მარკეტერი.

მისი თქმით, პანდემიამ დააჩქარა ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაციაც. თუ პანდემიამდე ბევრი მარკეტერი საუბრობდა ამაზე, როგორც ახალაია ამბობს, პანდემია კატალიზატორი გამოდგა, რამაზ დააჩქარა ეს პროცესი.

„შეიძლება 5 ვარსკვლავიანი რესტორანი გქონდეს, სადაც დამზადებულ საჭმელსაც გზავნი და ხარ მე-7 სართულზე. მანამდე კი გეგონა, რომ ეს რომ გაგეკეთებინა ჭავჭავაძეზე ან რუსთაველზე გჭირდებოდა ფართი 5 მილიონად“-ამბობს ქართველი მარკეტერი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები