"საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაძლიერდება სავაჭრო ეკონომიკური კუთხით, ინფრასტრუქტურის, საბანკო-საფინანსო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით, ასევე ენერგეტიკისა და საბანკო სფეროს კუთხით“, - ჩინეთის ელჩის საქართველოში ძი იანჩის განცხადებით, ქართულ ბანკებთან თანამშრომლობით ბევრი ჩინური ბანკია დაინტერესებული.
"ჩინეთის მთავრობა აბსოლუტარუად უწყობს ხელს კერძო სექტორს, ჩინურ კომპანიებს და მათ შორის ბანკებსაც რათა საქართველოსთან ითანამშრომლონ“, - აცხადებს ელჩი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას. მისი თქმით, განსაკუთრებული ინტერესია ენერგეტიკის სფეროს მიმართ, მათ შორის ქარისა და მზის სადგურების განვითარების კუთხით.
"ჰიდროელექტრო სადგურების მიმართულებით ჩინეთი იყო პირველი უცხოელი ინვესტორი ვინც საქართველოიში შემოვიდა და 2001 წელს ჩინური ინვესტიციით პანკისის ხეობაში ახალი ჰიდროელექტროსადგუირი აშენდა, რომელიც 10 წელზე მეტია ოპერიორებს. ბევრი ჩინური კომპანიაა დაინტერესებული მზის და ქარის ენერგიის სადგურების მშენებლობით. ქუთაისში არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სადაც სხვადასხვა ჩინური კომპანიები ოპერირებენ“, - განაცხადა ელჩმა.

























