„ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან“, - ამის შესახებ "TBC ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
"ჩვენ სამშენებლო პროცესი არცერთი წამითა რ გაგვიჩერებია. არცერთი დღით და საათით მშენებლობა არ გადადებულა. გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც 8 პუნქტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფინანსური დახურვის საკითხი ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას", - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, საერთაშორისო კრედიტორები სახელმწიფოსგან ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის გარანტიას ითხოვენ.

























