„BeWise“-სა და საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობაა. ასეთი საერთო ინტერესის საგანი შეიძლება იყოს, როგორც ერთობლივი ღონისძიებების, ისე პროექტებისა და კვლევების მიმართულებით თანამშრომლობა. ასევე ეს შესაძლებლობა იქნება ასოციაციის წევრებისთვის BeWise-ის მხრიდან საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით სერვისებით ისარგებლონ. უფრო კონკრეტულად, რა ტიპის შეთანხმება არსებობს მხარეებს შორის და რა ტიპის სერვისებზე უჩნდებათ წვდომა საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრ კომპანიებს?
სტუმრები: ლაშა რიჟამაძე - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი;
ია ნადირაშვილი - Bewise-ს დირექტორი;
მარიკა კლდიაშვილი - BeWise-ს დირექტორი


































