მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპანია შესაბამის ფუნქციებს კერძო სექტორზე ეფექტურად შეასრულებს

ბეჟან წაქაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანია შესაბამის ფუნქციებს კერძო სექტორზე ეფექტურად გაართმევს თავს. მან ამის შესახებ BM.GE-სთან განაცხადა.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და უკვე პარლამენტში განიხილება გზების დეპარტამენტის ავტორობით საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით, ახალ სახელმწიფო კომპანიას დააფუძნებს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ. საკითხს კერძო სექტორის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

BM.GE-სთან საუბრისას დეპუტატი ამბობს, რომ კერძო კომპანიები გარკვეულწილად სათანადოდ ვერ ასრულებდნენ ვალდებულებას და სწორედ ამას უკავშირდება ცვლილება.

"ეს გამოწვეული იყო იმით, რომ კერძო კომპანიები გარკვეულწილად ვერ ასრულებდნენ სათანადოდ ამ ვალდებულებას. კერძო სექტორიც იქნება ჩართული, მაგრამ ძირითადად სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მოვლა-პატრონობას. მოვლა-პატრონობა მარტო არ არის შეკეთება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ასევე იქნება მისი გაწმენდა დიდთოვლობის დროს და ასე შემდეგ, ყველა ის ფუნქციები, რაც მათ ჰქონდათ. ამიტომ, სახელმწიფომ ეს ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა ზრუნვა, და აქედან იყო ყოველივე გამოწვეული. ვიმსჯელებთ ამ თემაზე და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაცილებით გააუმჯობესებს ამ მდგომარეობას",- ამბობს დეპუტატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები