მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბეზოსი $2 მილიარდიან ფონდს ქმნის გაჭირვებულებისთვის

5b9b89b379a84
ლევან თაღიაშვილი
14.09.18 20:15
2402
ამერიკელმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ცოლთან ერთად 2 მილიარდ დოლარიანი ფონდი დააარსა უსახლკაროების დასახმარებლად. მისი სახელწოდება "Bezos Day One Fund" იქნება და იმ ადამიანებს გააერთიანებს, რომლებიც მზად იქნებიან დაეხმარონ დაბალ-შემოსავლიან ოჯახებს. ბეზოსის თქმით, ის ამით შიმშილს და გაჭირვებას ებრძვის და მზადაა ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართოს. შეგახსენებთ, რომ Amazon-ის დამფუძნებლის ქონება ამჟამად $163 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპანია Amazon სულ ცოტა ხნის წინ მე-2 კომპანია გახდა Apple-ის შემდეგ, რომლის ღირებულებაც $1 ტრილიონს სცდება. ჯეფ ბეზოსი ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა The Washington Post, Zappos და სხვა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ ვაჭრობის კომპანიაში (Amazon) აქციების 16%-ის მფლობელია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები