მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსი და გეიტსი Neuralink-ის კონკურენტ კომპანიაში ინვესტირებენ

implanta

ნეირონული ინტერფეისი ის ტექნოლოგიაა, რომელსაც სამედიცინო სფეროში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური სტარტაპი მუშაობს და ერთ-ერთი გამორჩეული ილონ მასკის Neuralink-ია, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ადამიანებზე პირველი კლინიკური ცდები ჩაატარა.

როგორც ჩანს, მასკი არ არის ერთადერთი მილიარდერი, რომელსაც თავის ტვინში ჩასაშენებელი იმპლანტის შექმნა სურს. ამ მიმართულებით Microsoft-ის და Amazon-ის დამფუძნებლებიც აქტიურობენ.

ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეიტსის მიერ მხარდაჭერილი კომპანია, Synchron-ი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი კომპანია გახდეს, რომელიც ნეირონული ინტერფეისის კომერციალიზაციას შეძლებს.

კლინიკური კვლევებიდან ჩანს, რომ Synchron-ის გუნდი მარეგულირებლის მხრიდან საბოლოო დასტურის მიღებასთან ახლოსაა, მათ მიერ შექმნილი იმპლანტი კი ადამიანის გონებას ციფრულ მოწყობილობებთან აკავშირებს.

საწყის ეტაპზე, ამ ტექნოლოგიის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებაა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ტვინის იმპლანტის ფუნქციონალი გაიზარდოს და ერთ დროს ის ისეთივე უნივერსალურ მოწყობილობად იქცეს, როგორიც სმარტფონია.

ილონ მასკის თქმით, მომავალი სწორედ ნეირონული ინტერფეისისაა, რადგან ეკრანის მქონე მოწყობილობებმა უკვე მიაღწიეს თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები