ჯეფ ბეზოსის უკვე ყოფილი მეუღლე, მაკკენზი ბეზოსი განქორწინებიდან მიღებული $37 მილიარდიდან, ნახევარს ქველმოქმედებაში დახარჯავს.
ინფორმაციას CNN Business აქვეყნებს.
ეს დაპირება მან რამდენიმე დღის წინ გასცა და აღნიშნა, რომ როგორც კი განქორწინების ოფიციალური ნაწილი დასრულდება, დაპირებას შეასრულებს.
„ჩემი დამოკიდებულება და ფილანტროპობა აუცილებლად გაგრძელდება. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი დრო და ენერგია დასჭირდება, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მსოფლიო უსაფრთხო გახდეს“, - აცხადებს მაკკენზი ბეზოსი.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე მდიდარი ადამიანის ქორწინების შედეგად მაკკენზი ბეზოსი $36.6 მილიარდს მიიღებს, ჯეფ ბეზოსს კი, $114 მილიარდი ერგება წილად.

























