მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსის ყოფილმა ცოლმა განქორწინების შემდეგ ქველმოქმედებაზე $1.7 მლრდ დახარჯა

5f215e4907c61
ნათია თაქთაქიშვილი
29.07.20 23:40
1045
ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა მაკენზი ბეზოსმა, რომელმაც განქორწინების შემდეგ გვარი შეიცვალა და მაკენზი სკოტად იწოდება, ჯეფ ბეზოსთან დაშორების შემდეგ $1,7 მილიარდი დახარჯა ქველმოქმედებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, თანხა 116 ორგანიზაციას გადაეცა, რომელთა მიზანია რასიზმთან ბრძოლა, LGBT საზოგადოების უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა.

თანხები ასე გადანაწილდა: რასიზმთან ბრძოლა - $587 მილიონი, ეკონომიკური მობილობა - $400 მილიონი, გენდერული თანასწორობა - $133 მილიონი.

როგორც გამoცემა წერს, მაკენზიმ ჯეფ ბეზოსისგან განქორწინების შემდეგ 36 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონება მიიღო და 4-პროცენტიანი წილი კომპანია Amazon-ში. აღსანიშნავია, რომ მაკენზი სკოტის ქონება მიმდინარე წელს $60 მილიარდამდე გაიზარდა Amazon-ის აქციების ღირებულების ზრდის ხარჯზე.

Bloomberg's Billionaires Index-ის მიხედვით, მაკენზი სკოტი ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში მეცამეტე ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები