BGEO GROUP -ის გაყოფის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, Georgian Capital -ის აქციონერობა არჩია.
სალომე ზურაბიშვილის ახალი დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაში უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის 35 აქციაა, თითოს ფასი ამჟამად 11 ფუნტამდეა. საბანკო-საინვესტიციო ჰოლდინგის გაყოფამდე მას ასევე 35 აქცაი ჰქონდა ერთობლივ კომპანიაში.
სალომე ზურაბიშვილი „თელიანი ველის“ აქციონერიცაა. მას მემკვიდრეობით 1212 აქცია აქვს მიღებული.
სალომე ზურაბიშვილის აქტივებში ასევე იძებნება ბინები პარიზსა და თბილისში, ავტომობილი Hyundai 2012.
ზურაბიშვილმა ბინის გაქირავებიდან გასულ წელდ 29 000 ევროს შემოსავალი მიიღო, დაგროვებითი პენსიიდან 39 847,55 ევრო.
ბოლო 1 წელიწადში, დანაზოგი საქართველოს ბანკში 50 000 დოლარიდან 35.5 ათასამდე შეუმცირდა, თუმცა დეკლარაციაში გამოჩნდა société générale Paris -ში მიმდინარე ანგარიშზე არსებული 71 000 ევრო და 8394 - ევროანი ანაბარი.
gbc.ge

























