მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბია“: საქართველოში 1 100-ზე მეტმა კომპანიამ ოპერირება სრულად შეწყვიტა

60069bc951de6
თამუნა ქემერტელიძე
19.01.21 12:45
1768
2020 წლის 1 მარტიდან დღემდე საქართველოში 1100-ზე მეტმა კომპანიამ ოპერირება სრულად შეწყვიტა, 3000-მდე იურიდიულმა პირმა კი - დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის ანალიტიკურმა პორტალმა „ბიამ“ მიაწოდა. ორივე შემთხვევაში, მიზეზად პანდემია სახელდება. რაც შეეხება დარგებს, სადაც ყველაზე მეტი კომპანია დაიხურა ასე გამოიყურება:

1. სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება;
2. კვების პროდუქტები;
3. დისტრიბუცია;
4. რესტორნები, ბარები;
5. ტრანსპორტი და გადაზიდვები;

“3000-მდე კომპანია, რომელმაც საქმიანობა დროებით შეაჩერა, უახლოს პერიოდში ისევ აპირებს საქმიანობის განახლებას. დროებითი შეჩერების მიზეზები სხვადასხვაა; მაგალითად: ზოგიერთ კომპანიას ეკონომიკური კრიზისი აქვს და ელოდება პრობლემის მოგვარებას, ზოგი ინვესტორს ეძებს, ზოგი - ახალ საექსპორტო ბაზრებს და ა.შ., თუმცა მთავარი მიზეზი მაინც პანდემია”, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორ ხდება ბიას ბაზის განახლება და კომპანიების სტატუსის შემოწმება, ამ კითხვით bm.ge "ბია"-ს დამფუძნებელ აიეტ კუკავას ესაუბრა, რომლის ინფორმაციით, სულ Bia.ge-ზე 50 050 კომპანია რეგისტრირებული, საიდანაც დღეის მდგომარეობით, კომპანიების 66% ეკონომიკურად აქტიური იურიდიული პირია.

“ჩვენი ოპერატორები ყოველდღიურ რეჟიმში რეკავენ და ამოწმებენ კომპანიების სტატუსს; გარდა ამისა, როცა ბიზნესი ფუნქციონირებას წვეტს, ისინი ინფორმაციას თვითონაც გვიგზვანიან. ზოგადად, ბიზნესის ინტერესებშიც შედის, რომ ინფორმაცია განათავსონ ჩვენს პორტალზე, რადგან ჩვენი მომხმარებლები არამხოლოდ - ქართველი ინვესტორები, არამედ უცხოელებიც არიან. მათ შორისაა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, ინვესტორები, სატენდერო კომპანიები და ა.შ.“, - განაცხადა აიეტ კუკავამ და დასძინა, რომ „ბია“ საქართველოს ბაზარზე უკვე 18 წელია რაც არსებობს და როცა კომპანიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ, ცდომილება მინიმალურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები