მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიბლუსი ჯგუფი“ საახალწლო ფესტივალის ღონისძიებას აუქმებს

ფესტივალი

"ბიბლუსი ჯგუფი" ყოველწლიური საახალწლო ფესტივალის წლევანდელ ღონისძიებებს აღარ ჩაატარებს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება "ბიბლუს ჯგუფმა" ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო.

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფი“ აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება", - ნათქვამია "ბიბლუსის" Facebook პოსტში.

"ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი" გასულ წელს 4 დღის განმავლობაში, Expo Georgia-ში მიმდინარეობდა. ფესტივალის ფარგლებში კომპანია დამსწრეებს გასართობ პროგრამებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები