მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიბლუსი ჯგუფი“ სლოვენიაში “XS Toys” მეორე მაღაზიას ხსნის - ინვესტიცია €‎400 000

63cff0c53475b
ლიკა მეგუთნიშვილი
24.01.23 23:45
1155
მიმდინარე წელს „ბიბლუსი ჯგუფი“ სლოვენიაში რიგით მეორე „XS Toys” მაღაზიას გაიხსნის.

როგორც „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე BMG-სთან ამბობს, სათამაშოების მაღაზია ქალაქ ლუბლიანში გაიხსნება, განხორციელებული ინვესტიცია კი, 400 000 ევროა.

„სლოვენიაში კიდევ ერთი ფილიალი, სავარაუდოდ, აპრილში გაიხსნება და ის 350 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული. გარდა ამისა, მიმდინარე წელს სლოვენიაში კიდევ ორი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. საერთო ჯამში კი გვინდა ამ ქვეყანაში 10-ზე მეტი ფილიალით ვიყოთ წარმოდგენილი. რასაკვირველია, ევროპულ ბაზარს არაერთი ბიუროკრატიული გამოწვევა ახლავს თან, თუმცა ბაზარი შევისწავლეთ და მოკლე დროში თავიც დავიმკვიდრეთ. რაც მთავარია, პირველი კომპანია ვართ, რომელიც ევროპულ ბაზარზე რითეილ ნაწილში შევიდა. სლოვენიის გარდა, ფილიალების გახსნას ხორვატიასა და იტალიაშიც ვფიქრობთ“, - აცხადებს ირაკლი გაგნიძე.

ცნობისთვის, „ბიბლუსი ჯგუფმა“ სლოვენიაში „XS სათამაშოების“ პირველი მაღაზია 2022 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ცელიეში გახსნა. კომპანია სლოვენიაში აქტიურ განვითარებასა და სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.

ბიბლუსი ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია, რომელიც ისეთ ქსელებს აერთიანებს, როგორიცაა: წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ და “XS Toys”, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეების ქსელი „მულტი“ და კაფეების ქსელი „პიატო“. ჯამში ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები