29 ივლისიდან 3 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში "ბიჭვინთის ფესტივალი" გაიმართება. როგორც ფესტივალის დამფუძნებელმა, ბარას კუჯბამ განაცხადა, ღონისძიების მიზანი მსოფლიოში აფხაზეთის კულტურული იმიჯის გაუმჯობესებაა.
ბარას კუჯბას ინფორმაციით, ფესტივალზე დაუკრავენ მუსიკოსები რუსეთიდან, სომხეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან.
ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მუსიკოსები ჩადიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვინ დაარღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს.