13 დეკემბერს, King David-ში ბიდიო სოლუშენსმა სამშენებლო, სამონტაჟო და დეველოპერული კომპანიებისთვის კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე განხილული იყო ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია ბიდიო სოლუშენსის მიერ სამშენებლო ინდუსტრიის სპეციფიკებზე მორგებულ ERP სისტემა SAP Business One-ში.
ბიდიო სოლუშენსმა შექმნა SAP Business One-ის სამშენებლო მოდული, რომლის საშუალებითაც ეს ERP სისტემა იდეალურად ერგება სამშენებლო-დეველოპერული ინდუსტრიის საჭიროებებს.
ღონისძიებას სამშენებლო ინდუსტრიის 60-მდე კომპანიის ტოპ მენეჯერები დაესწრნენ.
კონფერენცია SAP-ის წარმომადგენელმა გახსნა, შემდეგ კი ბიდიოს პარტნიორმა გივი ძამაშვილმა სათითაოდ განიხილა სამშენებლო, სამონტაჟო და დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესები და ღონისძიების სტუმრებს მათი პროგრამული გადაწყვეტები SAP Business One-ის სამშენებლო მოდულში აჩვენა.
ბიდიო სოლუშენსმა SAP Business One სამშენებლო მოდულთან ერთად უკვე 7 ორგანიზაციაში დანერგა. კონფერენციაზე SAP Business One-ში პროცესების ავტომატიზაციის საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს Domson’s Engineering-ის, DUX Development-ისა და BBC (Building Better Cities)-ის წარმომადგენლებმა.
ბიდიო სოლუშენსი საქართველოს B2B ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით წამყვანი კომპანიაა, რომელიც SAP-ისა და 1C-ს ყველაზე დიდი პარტნიორია საქართველოში - 14 წლიანი გამოცდილებით და ანალიტიკოსებისა და პროგრამისტების 70 კაციანი გუნდით.