2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ივანიშვილის თქმითვე, უქმდება 5%-იანი ბარიერი.
"არჩევნები ჩატარდეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში", - აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.