მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს: სიამოვნებით გადმოგცემთ ნებისმიერ პროექტს ფასდაკლებით და არა მოგებით

5767c7fe2cae5
BM.GE
20.06.16 14:38
2310
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ივანიშვილმა ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ შესთავაზა მისი პროექტების გადაცემა შეღავათიანი პირობებით, იმ შემთხვევაში თუ ისინი მას განახორციელებენ.
 
"სხვა თანამდებობის ძიებაში მე არ გახლავარ. არც ბიზნესს არ ვაკეთებს საქართველოში და აქვე ბიზნესმენებს მინდა განვუმარტო, რომ ეს ცუდი არაა, ყველაზე კარგი რაცაა, რომ თქვენ აკეთებთ ამას. სწორედ ბიზნესმა უნდა მოახერხოს და გაამდიდროს ქვეყანა.

მე პირადული ბიზნეს ინტერესი საქართველოში არ მაქვს და ბიზნესმენებს შეგახსენებთ, რაც მიწერია წერილშიც, - ნებისმიერ პროექტს, რომელიც დაგაინტერესებთ და განახორციელებთ, ფასდაკლებით და არა მოგებით სიამოვნებით გადმგცემთ და კიდევ დაგეხმარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები