მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა ივანიშვილი: "კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია"

5d2ee362e334d
ელენე გოგბერაშვილი
17.07.19 13:00
1792
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსი დეპუტატის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება პროტოკოლური შეცდომა იყო და აქ პარლამენტის ყოფილ სპიკერს ირაკლი კობახიძეს შეცდომა არ დაუშვია. მიუხედავად ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, კობახიძე გადაეფარა გუნდს და მან დატოვა მანდატი.

ივანიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია “კიდევ უფრო მაგარი კაცია” და ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს.

„ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია. გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს.

გახარიას გადადგომა, რაც სურს “ნაციონალურ მოძრაობას” ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და მოძალადეები უნდა შეცვივდნენ პარლამენტში“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები