მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიძინა ივანიშვილი კომერციულ ბანკებს აიძულებს მის ჭკუაზე იარონ"

5adf1e563c986
თამუნა დემეტრაშვილი
24.04.18 16:07
765
"ბიძინა ივანიშვილი კომერციულ ბანკებს აიძულებს მის ჭკუაზე იარონ", - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გადაცემაში "საქმის კურსი" გააკეთა. ამის მაგალითად, გოცირიძე რამდენიმე წლის წინ თიბისი ბანკის მიერ ,,პროგრეს ბანკის“ აქტივების შეძენას ასახელებს.

"როგორ შეიძლებოდა გამართულ, საერთაშორისო დონეზე გასულ თიბისი ბანკს გავრილოვ-თაღლითის ბანკის შეძენის სურვილი ჰქონოდა, როგორ იკადრა ეს. ახლა ამბობენ, რომ არ გვიყიდია, მარტო აქტივები ვიყიდეთო. როგორ მოხდა, რომ თავად ივანიშვილის ,,ქართუმ“ არ იყიდა ,,პროგრეს ბანკი“, რომელშიც მას წილი ჰქონდა. გამოდის, რომ ჩაიფარცხა პანამური ისტორია. ამ კრიმინალური ისტორიის მქონე ბანკის შეძენის სურვილი როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა თიბისის. ეს ნიშნავს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლას"-განაცხადა გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები