მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა ივანიშვილი: მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა

5af599fa57346
BM.GE
11.05.18 17:25
900
"მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა“, - განაცხადა პარტია ქართული ოცნების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

"დიახ მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როდესაც შენს ქვეყანაზეა საუბარი გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვს ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატული ტრანსფორმაცია რომელიც საქართველომ განიცადა.
ჩვენი ხალხი დღეს დემოკრატიული გზით ირჩევს ხელისფლებას, დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებით და ძალადობით მოსული მთავრობა, არამედ არა უნაკლო, მაგრამ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები