ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს პრემიერს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს ბიზნესთან პირადი კომუნიკაცია აქვთ. როგორც ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, დღეს ქვეყანაში „ვერ მოიძებნება ბიზნესმენი, რომელიც იტყვის, რომ მას ხელისუფლება ჯიბეში ჩაუძვრა“.
"ოცნებობენ საქართველოში ბიზნესის კეთებაზე, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან წამოსულები, ის გარემო რაც შეიქმნა საქართველოში ძალიან მოსწონთ. ცენტრალური ხელისუფლება, პრემიერი ყველა ბიზნესთან კომუნიკაციას ახერხებს, ასეთივეა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები.
რუსეთის ბაზარზე თავს იკლავს მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა თავს იკლავს, რომ რუსეთის ბაზარზე პოზიცია ჰქონდეს და ჩვენ გვიკიჟინებენ, რომ არ გინდათ ესე.
გარწმუნებთ, რომ ძალიან კარგი კომუნიკაცია აქვს პრემიერს ბიზნესთან", - განაცხადა ივანიშვილმა.

























