ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მან პირადად სთხოვა ყოფილ პრემიერს სათავეში ჩაუდგეს პარტას „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“, რაზეც ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.
„ხალხს სჭირდება სიცხადე. ჩვენ როგორც მმართველი ძალა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენ გუნდს. ჩვენ გვაერთიანებს ერთიანი პოლიტიკური ხედვა, როგორც საშიანო ისე საგარეო მიმართულებით.
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. ბატონმა ბიძინამ ქვეყნის უახლოესი ისტორიის ურთულეს დროს ჩამოაყალიბა ეს პარტა რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენ ქვეყანაში.
მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით ვთხოვე მას სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ რომ მან თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.