მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: რად მინდა სასტუმრო, რა თავში ვიხლი

5b5785b91c14c
BM.GE
25.07.18 00:01
1849
ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, მისი თქმით, ერთი ცნობილი ქალბატონის მხრიდან დასმული კითხვა გაიმეორა და პასუხიც თავად გასცა.

“ერთმა ცნობილმა ქალბატონმა მკითხა, რად გინდა სასტუმროებს რომ აშენებ ფული გაკლიაო? რა თქმა უნდა, რად მინდა და რა თავში ვიხლი, უკაცრავად ვარ. მხოლოდ და ისევ საერთო საქმისთვის ვაკეთებ. ის რაც შენდება პანორამის სახით, არის უპრეცედენტო სამსაფეხურიანი სასტუმრო. ეს შენობა, რომელიც ერთი მეტრით არ გადაცილებია საზღვრებს, ზუსტად იმ ფარგლებში ჩაეტია რაც ცეკავშირის შენობა იყო და გაუგებარია ამდენი ყვირილი, რატომ ყვიროდნენ. დამახინჯებული იყო წლობით. ჩამოფარებული იყო ფარდები, ცეკავშირს ვერ უხერხებდნენ ვერაფერს. ასევე გაკეთდა უნივერმაღი თანაინვესტირების ფონდიდან რომელიც მე დავაფუძნე, მაგრამ სასტუმროს მინდა დავუბრუნდე. 4 წუთში ადიხარ და შეგიძლია გოლფი ითამაშო. და იმ გოლფზეც რა ამბავი იყო აწეული. შუაში კიდევ არის ძალიან საინტერესო ადგილი სადაც სანაგვე იყო ოდესღაც და იმ ადგილზეც გაკეთდება სასტუმრო და მესამე საფეხური არის თაბორის მთა, სადაც სასტუმროც გაკეთდება, გოლფ კლუბიც გაკეთდება და გოლფის მოედანიც.”- ამბობს ყოფილი პრემიერი და აღნიშნავს, რომ ბიზნესმენები და ყველა ვინც ამ პროექტის შესახებ იგებს, აღფრთოვანებულია. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პანორამას პროექტი “დიდ ბიძგს მისცემს ტურიზმის და კიდევ სხვა მიმართულებების განვითარებას ქვეყანაში. “

"მე ვაკეთებ ისეთ პროექტს რომელის გაკეთებას ძვირი ჯდება და შეიძლება ყველამ ვერ შეძლოს. ასეთივეა ანაკლიის პროექტი. მე მიწა შეძენილი მაქვს მაგრამ თუ ვინმე გააკეთებს ვაჩუქებ იმ მიწას",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები