მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ში საპარტნიორო ფონდის ოფიციალურ გვერდზე დევს.
„ბიძინა ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის შედეგიანობა არის დაბალი; მოგვიანებით კი, პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას დავით საგანელიძემ თავად გააკრიტიკა ქობულია.
„მე არ მიყვარს წასულ ადამიანებზე ლაპარაკი, მაგრამ რადგან ითქვა და მკითხეთ, გიპასუხებთ - სადღაც 9 თვე იყო ბატონი ქობულია მინისტრი, არცერთხელ ის ფონდში არ ყოფილა, მიუხედავად ჩემი ბევრი თხოვნისა, წერილებიც შემიძლია განახოთ... მხოლოდ ბორდის რამდენიმე შეხვედრას დაესწრო და ორ შემთხვევაში ძალიან ჩქარობდა“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.
პარლამენტში გამოსვლისას დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის რეფორმირების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

























