მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: Unicef-ის კვლევას ვენდობი

5bcf6f1e48052
BM.GE
23.10.18 22:56
970
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“.
ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო.

„ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს.

მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს.
ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე კეთდებოდა და კეთდება, რეგიონში ვართ ლიდერი ეკონომიკურ ზრდაში.

მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკაში. რაც აუშენებია ნაციონალურ მოძრაობას, მარტო მე ვაშენებ დღეს.

ოქტომბერში გამოქვეყნდა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები, ანგარიშით ირკვევა რომ საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
Unicef-ის კვლევას ვენდობი, საზოგადოების გარკვეულ დონეში, შედარებით ღარიბ ნაწილში მოხდა ის, რომ ისინი იღებდნენ კრედიტს, რომელსაც ვერ იხდიდნენ. ამისთვის დაისაჯა პრემიერი (გიორგი კვირიკაშვილი). „, - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები