მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ, უტა ივანიშვილმა ახალი კომპანია დაარეგისტრირა

უტა ივანიშვილი

31 დეკემბერს, აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებიდან 4 დღეში, უტა ივანიშვილის სახელით, საჯარო რეესტრში ახალი სააქციო საზოგადოების - "ატუ ჰოლდინგის" რეგისტრაციის განაცხადი შევიდა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დოკუმენტები 14:53 საათზე წარადგინეს, იუსტიციის სამინისტრომ კი 31 დეკემბერსვე, 17:34 საათზე დაარეგისტრირა.

მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა ახალი კომპანია იაპონიიდან დაარეგისტრირა, რისთვისაც მინდობილობა ნატო ხაინდრავას მისცა.

მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართად თბილისი, ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N39დ არის მითითებული.

სამეთვალყურეო საბჭო ასეთია:

  • თავმჯდომარე/წევრი: ბესიკ დემეტრაშვილი
  • წევრი: როსტომი ჩაბრაძე
  • წევრი: არჩილ მამაცაშვილი (ივანიშვილის დეიდაშვილი)

"ატუ ჰოლდინგის" დირექტორი კი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.

ამონაწერის მიხედვით, სააქციო კაპიტალის განთავსებული კაპიტალი კაპიტალი 100 000 ლარია.

ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები